ამის შესახებ TNT Sports-ს ჟურნალისტმა ერნან კასტილიომ იუწყა:"მესი წელს არგენტინის ნაკრებში არ იასპარეზებს. მან სანაკრებო კარიერა არ დაასრულა, მაგრამ წელს ალბისელესტეში არ ითამაშებს. თუ როდის დაბრუნდება ეროვნულ გუნდში, ამას მოგვიანებით შევიტყობთ".
არგენტინის ნაკრების დროებითი მწვრთნელები ლეონელ სკალონი და პაბლო აიმარი ესაუბრნენ მესის, მაგრამ 7 სექტემბერს გვატემალასთან და 11 სექტემბერს კოლუმბიასთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე ვერ დაიყოლიეს.
ვერონი: მესი არგენტინის ნაკრებში თამაშით ბედნიერი არაა, გუნდი მასზე დამოკიდებული არ უნდა იყოს
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებს დროებითი მწვრთნელები დაუნიშნა