დანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ფედერაციას ულტიმატუმი წაუყენეს

AutoSharing Option
დანიაში ნაკრების ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის კონფლიქტია.

კონფლიქტის მიზეზი ფეხბურთელების საიმიჯო უფლებებია.

ფეხბურთელები ფედერაციასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს იმის გამო ამბობენ, რომ ხელმძღვანელ პირებს მათი საიმიჯო უფლებების კომერციული გამოყენების სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურთ.

2 სექტემბერს ფეხბურთელებმა ფედერაციას ულტიმატუმი წაუყენეს და განაცხადეს, რომ ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში არ ითამაშებენ, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

"ფედერაცია ცდილობს, წუწურაქებად და იმ ადამიანებად გამოგვიყვანოს, რომლებიც მხოლოდ ფულზე ფიქრობენ, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი საიმიჯო უფლებები ხელშეკრულების თანახმად გამოიყენონ", -
ციტირებს "ტოტენჰემის" ფეხბურთელის, კრისტიან ერიკსენის სიტყვებს Sport.tv2.

იმ შემთხვევაში, თუ დანია ერთა ლიგის ფარგლებში 5 სექტემბერს სლოვაკეთთან და 9 სექტემბერს უელსთან შეხვედრებს გამოტოვებს, დანიის ფედერაციას შესაძლოა უეფა-მ სანქციები დაუწესოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული