ევროტურნირებზე სტუმრად გატანილი მეტი გოლით გამარჯვებულის გამოვლენის წესის გაუქმებას ითხოვენ

AutoSharing Option
უეფას საშეჯიბრო ორგანიზაციის დირექტორმა ჯორჯიო მარკეტიმ თქვა, რომ ევროპის ტოპ-კლუბებმა თხოვნით მიმართეს, რათა გასვლით მატჩში გატანილი გოლის წესი გაუქმდეს.

"მწვრთნელები თვლიან, რომ ახლა გასვლაზე გოლის გატანა ისეთი ძნელი აღარაა, როგორც ადრე. მათ მიაჩნიათ, რომ ეს წესი გადახედვას საჭიროებს. სწორედ ამას ვიზამთ.

მათი აზრით, ფეხბურთში ვითარება შეიცვალა და გასვლით გოლს ის მნიშვნელობა აღარ აქვს", - განაცხადა მარკეტიმ.

ეს წესი პირველად ევროპის ჩემპიონთა თასზე 1965 წელს შემოიღეს და მისი მიხედვით, ორი მატჩის ჯამში საყაიმო ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში, გამარჯვებული ის გუნდი ხდება, რომელიც
სტუმრად მეტ გოლს გაიტანს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ აწყობთ მაფიოზებს?((( გასვლაზე 1:1 სახლში 0:0 და მაინც გადის და ასე იქმნება დიდი კუში მოსაგებად(((უგოლო ფრის შემთხვევაში ვაფშემც ქულა არუნდა იწერებოდეს
euhh
17:37 05-09-2018
2
ლიბერტადორესის თასზე არ მოქმედებს ეგ წესი, სანახაობრივი თვალსაზრისითაც ბევრად უკეთესი იქნება ამ წესის გაუქმება.
Musenbezi
12:41 05-09-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული