დანიის ნაკრები ერთა ლიგაზე მე-4 ლიგის და ფუტზალის ფეხბურთელებით არ ითამაშებს

AutoSharing Option
დანიის ფეხბურთის ფედერაციამ წამყვან ფეხბურთელებთან დროებით შეთანხმებას მიაღწია და ერთა ლიგაზე ძლიერი გუნდით იასპარეზებს.

კონფლიქტის მიზეზი ისაა, რომ ფედერაციას ფეხბურთელთა საიმიჯო უფლებების კომერციული გამოყენების სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურდა.

ფედერაციამ სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში მე-4 ლიგისა და ფუტზალის ფეხბურტელებით დაკომპლექტებული გუნდი ათამაშა (იხ. ფოტო) და 0:3 დამარცხდა, რის შემდეგაც ფედერაციის ხელმძღვანელები ეტყობა მიხვდნენ, რომ მაგრად შერცხვებოდნენ და დათმობაზე წავიდნენ.

9 სექტემბერს ერთა ლიგაზე დანია უელსს შეხვდება.

altდანიის ნაკრები ერთა ლიგაზე მე-4 დივიზიონის და ფუტზალის ფეხბურთელებით ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული