ანდორა-ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში D ჯგუფის 1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, 3 300-იან, თითქმის ცარიელ სტადიონზე ანდორასა და ყაზახეთის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანდორამ პირველ ტურში ფრე გაუგორა ლატვიას და ყაზახეთთანაც მიაღწია ყაიმს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმართა გუნდის მცველმა ლოგვინენკომ თავურით გაიტანა გოლი. 76-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ყაზახების ნახევარმცველი მუჟიკოვი, შეცვლაზე შესულმა ალაეზმა კი მცველის, შომკოს შეცდომით ისარგებლა და კაცნაკლულ მეტოქეს 85-ე წუთზე ანგარიში გაუთანაბრა.

ეს ანგარიში საქართველოს
ნაკრებს აშკარად ხელს აძლევს, რამეთუ ჩვენი მოწინააღმდეგეები რაც უფრო მეტ ქულებს დაკარგავენ ერთმანეთთან, ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელია.

13 ოქტომბერს, შემდეგ ტურში საქართველო ანდორას უმასპინძლებს.

ანდორა ლა ველა. "ნასიონალი"

ანდორა - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ლოგვინენკო (68), 1:1 ალაეზი (85)
გაძევება: მუჟიკოვი (76)

ანდორა: გომესი, ლიმა, ველესი, რებესი, ც. რუბიო (გომესი 79), ლოვერა, ცერვოსი, ვიეირა, მარტინესი, სან ნიკოლასი (ჯ. რუბიო 83), კლემენტე (ალაეზი 70)

ყაზახეთი: ერიჩი, ლოგვინენკო, შომკო, ბაისებეკოვი (სეიდაჰმეტი 90), პოსტნიკოვი, მუჟიკოვი, კუატი, ისლამხანი, ტუნგიშბაევი (ზაინუტდინოვი 66), შეტკინი, მურთაზაევი (ტურისბეკი 59)

alt ყაზახური პრესა: ანდორა - ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 18 /
მართალია შეტევაში დიდი პრობლემა გვაქვს. კაჭარავა სავსებით გამოუსადეგარია ამ ეტაპზე. ამხელა ტანის პატრონი საჯარიმოში უფრო აგრესიული უნდა იყოს.
dato123
11 სექტემბერი 2018 16:44
0
პლეიოფებში როგორც იძახიან ერთი თამაშია და რეიტინგში მაღლა ვინცაა ის მიიღებსო,ამ შემთხვევაში მაკედონიაც და ბელორუსიაც წინააა,უნდა ვილოცოთ რომ კოსოვო ან აზერები შეგვხვდნენ,დინამოზე რომ ვითამაშოთ ,მგონი ორივეზე წინ ვართ თუ არ ვცდები, მაგრამ ფინალში გასულები სად ითამაშებენ თუ იცით ვინმემ?მადლობა
ჯენგო კაგერმანოვი
11 სექტემბერი 2018 14:42
0
საქმე ისე მიდის, რომ მე მგონი ბოლო ორ თამაშში ვაისი შეძლებს შემდგომი ეტაპისათვის მოსამზადებლად გამოიყენოს და სხვადასხვა ფეხბურთელები გამოცადოს. ფაქტია, რომ შეტევაში გვიჭირს არ ვარ ექსპერტი მაგრამ კაჭარავა ნამდვილად ამოვარდნილი იყო ფეხები არ იცის სად წაიღოს. ლობჟანიძის არ გამოძახება შეცდომა იყო ზუსტად ესეთი თავდასხმელი იყო ლატვიასთან საჭირო
gg
11 სექტემბერი 2018 13:13
2
ასეთი ფეხბურთელებია საჭირო მითუმეტეს ანდორასთან, მაგალითად მიქელთაძე, რომელიც შეთამაშებულია ჩაკვეტაძესთან.
გიზოგ
11 სექტემბერი 2018 14:59
0
ანდორას თუ მოუგე აღმავლობის გზაზე იქნები აპა რაააააააა ტოოოოოოოოო
41
11 სექტემბერი 2018 11:42
5
ანდორას რო მოუგებ კინო მერე იწყება თორე ეხლა ჟურნალია აი მაკედონიას და ბელარუს რო დაეჯახები მერე იქნება კინო.ე მერე იქნება რაც იქნება.
ზაზა
11 სექტემბერი 2018 11:08
0
როგორც იქნა საქართველოს ნაკრები აღმავლობის გზაზეა, ყოჩაღ ვაისსსს
დათო
11 სექტემბერი 2018 10:18
8
ყოჩაღ ჩაკვეტაძეს. ვაისი რა შუაშია?!!!
Vakhtang Lobzhanidze
11 სექტემბერი 2018 13:21
3
არადა ამბობენ,რომ ფულია მთავარი ფეხბურთშიო და აჰა ეგ თქვენი ფული. მარტო წვრთნა,რას გიზავს თუ ბუნებამ არ გიშველაო,ეს კი ყაზახებზე არის. ჩვენ კი აშკარად ბუნებამ გვიშველა,გამოგვიგზავნა ჩაკვეტაძე და ნიჭიც დაგვაფერთხა. ეს ადვილი ჯგუფი არაა ჩვენი მეტოქეებისთვის,ეგ ჩვენი ნაკრებისათვის არის იოლი ჯგუფი. გასახარი არ არის სხვისი გასაჭირი,მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ,როცა მინ. 3 ქვეყანაა,რომელიც ჩვენზე ცუდ დღეში არიან და თან ჩვენზე მეტი ფული აქვთ. დავიჯერო ქართული ფეხბურთის კრიზისი ფულის ბრალია?! მე რატომღაც მგონია,რომ "ჯიგრულმა" პონტმა და ფულის გამაზვებმა ჩაგვაგდო ამ დღეში. მადლობა ძოძუაშვილს და მის ნაირებს,გილოცავთ,თქვენ დაღუპეთ ქართული ფეხბურთი. რამდენი ბიჭი ვერ გახდა პროფესიონალი უფულობის გამო ან დიდი ფულის არ ქონის გამო,თორემ კუნაპეტ ყაზახებთან და ლატვიელებთან მოგება ასე ხო არ გაგვიხარდებოდა. რაც არის არის და იმედი ვიქონიოთ აწი ასეთი ფაქტები აღარ მოხდება. ვინც ჩემი კომენტარი დაბლოკოს,ის იყოს ყაზახი ფეხბურთელი და ასეა ეს!
სხვათა თუთაშხია
11 სექტემბერი 2018 06:20
6
ბატონო ნუგზარ მთლიანად გეთანხმები, საიდან მოდიან ეს ბოღმით გაბერილი ხალხი გაუგებარია. ოდნავი აზროვნებაც, რომ ქონდეს ვინმეს იმას, როგორ დაწერს, რომ ძოძუაშვილმა დაღუპა თურმე ქართული ფეხბურთი. თუ ერთ კაცს, რომელსაც არასდროს ქონია ისეთი თანამდებობა, რომ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის ეხელძვანელა, მაშინ ფეხბურთი თვითონ ყოფილა დაღუპული. გარდა ამისა კიდევ არსებობს მორალური მხარე. შეიძლება სკოლაში აღარ ასწავლიან მაგრამ ოჯახი ხომ აქვთ ამ მამაცხონებულებს?
გიზოგ
11 სექტემბერი 2018 15:17
0
რა ძოძუაშვილი. რომელ წელში დაიბადე. არველაძეების და ქინქლაძის დროინდელი დინამო, ძოძუაშვილის შექმნილია,მან მოაგროვა ეს ფეხბურთელები და დაა ყენა გუნდი. შემდეგ ლატვიაში წავიდა და ლატვია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, რიგის სკონტომ კი ბარსელონას თანაბრად ეთამაშა, მის მოედანზე და პენალტით წააგო. ჩემპიონი გახადა თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და რუსთავის ოლიმპი. ფედერაციაში არსდროს ჰქონია გავლენა, არც ჟორდანიას, არც ახალკაცის, არც სიჭინავას და არც კობიაშვილის დროს. ძოძუაშვილი გუნდებიდან გამოშვებულ ან უგუნდო ფეხბურთელებს უფასოდ ავარჯიშებდა, მათ შორის იპოდრომზე და ბევრმა მოძებნა გუნდი ამ მომზადების წყალობით. ვინ უხდიდა ფულს არველაძეები,ჯამარაული, ქინქლაძე, ცხადაძე, შელია თუ რომელი ერთი. არ შეიძლება ასე "უპრაგონო" საუბარი 80 წელს მიღწეულ კაცზე რომელმაც ფეხბურთელობიდან მოყოლებული ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისტვის.
ნუგზარი
11 სექტემბერი 2018 10:36
1
კომბლე-ს რა მაგრად ვიხალისე,ჯიგარი ხარ.
RUS-777
11 სექტემბერი 2018 04:36
0
ეხლა ლარის კურსიც ცოტა ჩვენსკენ დაეცეს, დაწვეს, წაიქცეს და წელშიც გავსწორდები. ვახ რა მაგრად ასწორებს!!!
კუზიანი, პრესი და სამარე
11 სექტემბერი 2018 02:00
1
--ავტობუსის გაჩერება ხრუშოვს ქონია,
ტომატი და შავი პური ტორტი გვგონია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, მილიონი ანდაზა არსებობს და ზოგიერთს აქვე მოგაწვდით ცოცხლად;
--ჯერ გადახტი და ჰჰჰოოპლა ჭიჭიკო მერე დაიძახეო,
--თუ საქმე ქართველთან გაქვს, ასჯერ გაზომე და კიდევ სამასჯერ გააპრავილკეო,
--შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი,
წამისვი პურზე ცოტა კარაქი,
კარაქს ნუთელაც მოაყოლე შენ ლამაზო,
შენი ყურებით მე ვარ მაძღარი.
--საწყობების გასაღები სტალინს ქონია!
ჭვავნარევი შავი პური ტორტი გვგონია.
--სულ ზევით ზევით,
ხელები მაღლა!
--ანდორას ვეცეთ,
დავაგდოთ დაბლა.
აბა ჰე და აბა ჰო,
ნიჩიაც კი არ გვაწყობს!
კ ო მ ბ ლ ე
11 სექტემბერი 2018 01:56
25
Ashkarad chans nichi
Jorg
11 სექტემბერი 2018 09:21
2
კომბლე ის კაცია,
კომბლებსა სთლის,
ჭერში აწყობს,
ვინც მოგვიგებს,
თავში ჩასცხობს,
თავისუფალი დრო თუ აქვს,
კარგ ხუმრობებსაც აცხობს.
სოსო
11 სექტემბერი 2018 09:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული