ავტოკატასტროფაში "კალიარის" ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
"კალიარის" ყოფილი ნახევარმცველი კრისტიან პოპიელა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

20 წლის ფეხბურთელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის ბარიერს შეეჯახა. შემთხვევა პოლონეთში მოხდა.

პოპიელა 17 წლის ასაკში ჩაირიცხა "კალიარიში", დუბლებში 10 მატჩი ჩაატარა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ყოფილმა კლუბმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

ადრე გარდაიცვალა "კალიარის" ყოფილი მცველი დავიდე ასტორი, რომელიც "ფიორენტინაში" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული