ერთა ლიგა. II ტური: ესპანეთმა ხორვატია გააბითურა - და ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთთან დამარცხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
11 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი ელჩეში ჩატარდა, სადაც ესპანეთმა ხორვატია ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

ლუის ენრიკეს შეგირდებს უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ 6:0-ის შემდეგ ისკომ, სებალიოსმა და როდრიმ კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს.

შეგახსენებთ, "ფურია როხამ" ამ ტურნირის პირველ ტურში "უემბლიზე" ინგლისს სძლია (2:1), მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში კი თერთმეტმეტრიანების სერიაში რუსეთთან დამარცხდა.

ხორვატიის ნაკრებში შეუცვლელად იასპარეზეს მისმა ლიდერებმა, რაკიტიჩმა და მოდრიჩმა, რომელიც უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია და როგორც ამბობენ, მალე "ოქროს ბურთის" მფლობელიც გახდება.

ხორვატია ისტორიაში ყველაზე
დიდი ანგარიშით დამარცხდა.


ლიგა A. 4 ჯგუფი
ელჩე. "მანუელ მარტინესი"
ესპანეთი - ხორვატია 6:0
გოლები: 1:0 საული (24), 2:0 ასენსიო (33), 3:0 კალინიჩი (33, საკ. კარში), 4:0 როდრიგო (49), 5:0 რამოსი (57), 6:0 ისკო (70)

ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი (ასპილიკუეტა 75), რამოსი, ნაჩო, ბუსკეტსი (როდრი ერნანდესი 59), საული (ალკანტარა 65), გაია, ასენსიო, სებალიოსი, ისკო, როდრიგო

ხორვატია: კალინიჩი, ვიდა, პივარიჩი, ვრსალკო (როგი 20), მიტროვიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, ბროზოვიჩი (პიაცა 62), კოვაჩიჩი, სანტინი (ლივაია 71)

altლუის ენრიკე: როდესაც გულშემატკივრებმა ჩემი სახელის სკანდირება დაიწყეს, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი

ლიგა A. 2 ჯგუფი
რეიკიავიკი. "ლაუგარდალსვოლიური"
ისლანდია - ბელგია 0:3
გოლები: აზარი (29, პენ), 0:2 ლუკაკუ (32), 0:3 ლუკაკუ (81)


ლიგა B. 3 ჯგუფი
ზენიცა. "ბილინო პოლიე"
ბოსნია - ავსტრია 1:0
გოლი: 1:0 ჯეკო (78)

ლიგა C. 2 ჯგუფი
ბუდაპეშტი. "გროუპამა არენა"
უნგრეთი - საბერძნეთი 2:1
გოლები: 1:0 სალაი (15), 1:1 მანოლასი (18), 2:1 კლეინჰეისერი (43)

ტურკუ. "ვერიტასი"
ფინეთი - ესტონეთი 1:0
გოლი: 1:0 პუკი (12)

ლიგა D. 2 ჯგუფი
სერავალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - ლუქსემბურგი 0:3
გოლები: 0:1 კანოტი (9), 0:2 იოახიმი (45), 0:3 სინანი (52)

კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - ბელარუსი 0:0
მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსებს კარგი ნაკრები ყავთ. ეხლა რომ შეხვდნენ ერთმანეთს, არ ვარ დარწმუნებული, რომ შეძლებს ესპანეთი რუსების დამარცხებას.
jei jei okocha
11:01 26-09-2018
0
მალე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატს იგივე ფასი ექნება, რა ფასიც აქვთ ანალოგიურ ტურნირებს კალათბურთში ან ჰოკეიში, სადაც ფული არაა, იქ ინტერესიც არაა, არა აქვთ ინტერესი ფეხბურთელებს ამ ტურნირების მიმართ, იქ ვაიდა სადმე ტრავმა მიიღოს, ხომ ჩაეშალა ტრანსფერი ტიპს, ჰოდა არ უნდა ისეთ ტურნირში ტრავმის მიღება, სადაც ფული არაა
ფიფას დედაც
15:02 12-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული