მოედანი, რომელზეც ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, თხუნელამ დააზიანა

AutoSharing Option
19 სექტემბერს "შახტარი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა იცავს, ხარკოვში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ოლიმპიისკის" სტადიონზე "ჰოფენჰაიმს" უპასპინძლებს და არენის მოედანს პრობლემა შეექმნა.

საქმე იმაშია, რომ თხუნელამ მოედნის ქვემოთ გვირაბი გათხარა. ცნობისათვის, თხუნელას 24 საათის განმავლობაში 91 მეტრის სიგრძის გვირაბის გათხრა შეუძლია.

სტადიონის აგრონომებმა გვირაბი კი ამოავსეს, მაგრამ ვინ იცის, ისევ როდის მოისურვებს თხუნელა გვირაბის გათხრას.

"შახტართან" და "ჰოფენჰაიმთან" ერთად ჯგუფში "მანჩესტერ სიტი" და "ლიონი" მოხვდნენ.

ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში დონეცკური გუნდი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც
"რომასთან" დამარცხდა.

altდავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-5 ტურის სასარგებლო მოთამაშეების ხუთეულში მოხვდა

altპაულო ფონსეკა: დავით ხოჭოლავას შესანიშნავი გოლი გამოუვიდა

alt"შახტარმა" "ვორსკლას" თამაში შემოუტრიალა, დავით ხოჭოლავამ გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული