ლუკა მოდრიჩი: მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ და სად უნდა გადავიდე?

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "ინტერში" მის გადასვლაზე დარხეულ ხმებს ბოლო მოუღო.

"რეალის" დატოვება? ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ და სად უნდა გადავიდე?", - განუცხადა მოდრიჩმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, ზაფხულში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "ინტერში" აპირებდა გადაბარგებას და ამის გამო ბლანკოსი მზად იყო ნერიაძურისთვის სასამართლოში ეჩივლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული