მიაზგამ ადრე მეტოქეს სასქესო ორგანოზე წაავლო ხელი, ახლა კი სიმაღლის გამო დასცინა

AutoSharing Option
აშშ-სა და მექსიკის ნაკრებების მატჩისას ამერიკელთა მცველმა მეტ მიაზგამ აცტეკელთა თავდამსხმელის დიეგო ლაიენსის შეტევა შეაჩერა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. მიაზგამ ლაიენსს სიმაღლის გამო დასცინა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო.

ცნობისათვის, მიაზგა 193 სანტიმეტრის სიმაღლისაა, ლაიენსის სიმაღლე კი 167 სანტიმეტრია.

"მიაზგაზე ნაწყენი არ დავრჩენილვარ. ეს უბრალოდ ფეხბურთია. აქ ყველა სიმაღლის ადამიანები თამაშობენ და ყველას სხვადასხვაგვარი უნარები გაჩნია", - თქვა მექსიკელმა.

ეს მიაზგა საკმაოდ სკანდალურია, ადრე ბრაზილიასთან თამაშისას თავდამსხმელ ნეიმარსაც აუხირდა, მაგრამ მან პასუხი არ გასცა, მხოლოდ ირონიულად შეხედა.

Sportall.Ge

მან "ვიტესში"
ასპარეზობისას, როდესაც კუთხურს აწოდებდნენ, ხელის შეშლის მიზნით "ჰერენვენის" ფორვარდს სასქესო ორგანოზე წაავლო ხელი, რის გამოც არნემულმა კლუბმა დააჯარიმა და საქციელი თავისი გუნდის გულშემატკივრებმაც არ მოუწონეს.

მიაზგა "ჩელსის" ამ სეზონში "ნანტში" ჰყავს განათხოვრებული.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ