დანი ალვეშმა მეუღლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და ემანდ კისერი არ მოიტეხოს

AutoSharing Option
პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა საწოლ ოთახში თავისი მეუღლის ჯოანა სანზის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა, გაიარ-გამოიარა და სურათები ინსტაგრამზე გამოფინა.

მას უყვარს ყურადღების ცენტრში მოქცევა დ შარშან თანაგუნდელ ნეიმართან ერთად პოდიუმზეც კი გავიდა.

ჭრელა-ჭრულა სამოსში გამოწყობილი ხშირად დადის სხვადასხვა ღონისძიებებზე, ახლახან კი ლონდონში ფიფას დაჯილდოებაზე ცოლთან ერთად მივიდა.

Sportall.Ge

თანაც, მუდამ ბრენდების სამოსს ყიდულობს (მე თქვენ გეტყვით და ვერ მოახერხებს), ზამთარში მოდის კვირეულზე Versace-ს 1 100-ფუნტიანი ქურთუკით მივიდა, "ზუჰაირ მურადის" შოუზე კი ოქროს აქსესუარებით დამშვენებულმა სცადა მაღალი საზოგადოების გაკვირვება.

ტრავმის გამო ამ სეზონში
ჯერ არ უთამაშია, მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის და საამისოდ დრო საკმარისი აქვს. ასე რომ, ახალ წლამდე შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი იაროს მოდის კვირეულებზე. ოღონდ ეგაა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიდან არ ჩამოვარდეს და კისერიც არ მოიტეხოს.

altდანი ალვეშმა ხოსე მანუელ პინტოსთან ერთად გარეპა [VIDEO]

altდანი ალვეშმა ჩუმად ჟღვლინტი რონალდოს მაისურზე შეახოცა... [VIDEO]

altდანი ალვეში პსჟ-ში სეზონში 8.4 მილიონს იღებს

altნეიმარმა და დანი ალვეშმა პარიზის მოდის კვირეულზე პოდიუმზე გაიარეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 5 /
Emand enam ar giyivlos
Baggio
17:15 28-09-2018
0
ერიჰაა!მაგასაც ხომ არ აუტყდა ქავილი?
სოსო
09:44 28-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული