ერნესტო ვალვერდე: ლეო მესის უნდა არგენტინის ნაკრებში თამაში და აუცილებლად დაბრუნდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ თავდამსხმელი ლეო მესი არგენტინის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს.

"თუ მესი არგენტინის ნაკრებში აღარ იასპარეზებს, დასვენების და ძალების აღდგენისთვის მეტი დრო ექნება. თუმცა, ვიცით,  ალბისელესტეში თამაში სურს და აუცილებლად დაბრუნდება.

ცოტა დრო სჭირდება და პაუზა ამიტომ აიღო. ის ეროვნულ გუნდს კიდევ მრავალი წლის მანძილზე დაეხმარება", - განუცხადა ვალვერდემ "მუნდო დეპორტივოს".

altდიეგო მარადონა: ლეო მესის ვურჩევ, ნაკრებში აღარასდროს დაბრუნდეს

ასევე დაგაინტერესებთ