ქართველების "გენტი" მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"გენტის" საიტი იტყობინება, რომ მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე გადააყენეს.

"გენტმა" დაუყოვნებლივ შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელ ივ ვანდერჰაგესთან. კლუბი მას მადლობას უხდის გაწეული ნაყოფიერი მუშობისათვის, რომლის შედეგად გუნდმა ბელგიის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

"გენტი" ბოლო მატჩებში წარუმატებლად ასპარეზობდა და ვანდერჰაგე "გენკთან" განადგურების (1:5) შემდეგ მოხსნეს.

ვანდერჰაგე ქართველ ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს მუდამ ძირითად შემადგენლობაში აყენებდა, ხოლო ზაფხულში "რაპიდიდან" გადაყვანილი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის მიღებმდე შეცვლაზე შეჰყავდა და მალე სასტარტოშიც
დააყენებდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი ვერ აშკარად იყენებდა ჩაკვეტაძის შესაძლებლობებს, მეტიც რაც ვუყურე არც გუნდი ათამშებდა გიორგის, პასსაც არ აძლევდნენ. მოკლედ...
ზაზა
03:07 09-10-2018
0
მართალი თქვი ზაზა..მეც რამოდენიმე თამაშს ვუყურე და გიოს პასებს ხშირ შემთხვევაში არ აძლევენ ან უგვიანებენ..ბევრჯერ კარგ პოზიციაში არ მიუციათ პასი...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული