კიდევ სამმა გოგონამ დაადანაშაულა რონალდო გაუპატიურებაში

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო კეტრინ მაიორგას გარდა კიდევ სამმა გოგონამ დაადანაშაულა გაუპატიურებაში.

ამის შესახებ აღნიშნულ გამოცემას მაიორგას ადვოკატმა ლესლი სტოველმა აუწყა.

ჯერ უცნობია ამ სამი გოგონას ვინაობა და საქმის დეტალები.

სექტემბერში "შპიგელმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრიშტიანომ 2009 წელს ლას ვეგასში მაიორგა გააუპატიურა და ხელშეკრულება დაუდო, რომლის მიხედვით არგახმაურებისათვის 323 ათასი ევრო გადაუხადა. "შპიგელმა" ახლა ამ ხელშეკრულების ფოტოც გამოაქვეყნა.

თავად ფეხბურთელი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ