"ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში სალაჰი ლიდერობს, მესი მეორეა, რონალდო - მესამე

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" გუშინ "ოქროს ბურთის" 30 პრეტენდენტის სია გამოაქვეყნა და ოფიციალურ საიტზე შემსვლელთა ხმის მიცემა დაიწყო. ხმა უკვე 369 ათასმა ადამიანმა მისცა.

42%-ით "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი ლიდერობს, მეორე ადგილზე 38%-ით "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესია, ხოლო მესამეზე "იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო (7%).

ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა, ისევე როგორც პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა 2% მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ