გადაყენებული ივ ვანდერჰაგეს ნაცვლად გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტის" მწვრთნელად 48 წლის დანიელი იეს ტორუპი დანიშნეს.
"ტორუპი" "უერდინგენის", "ტიროლის", "ესბერგის" და "ჰამ ჰაკის" თავდამსხმელი იყო, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ "ესბერგში" მუშაობდა ჯერ მწვრთნელის ასისტენტად, მერე კი მთავარ მწვრთნელად, სათავეში ედგა დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს, ბოლო სამი სეზონი კი ""მიდტიულანდის" თავკაცი იყო.
"გენტი" 10 ტურის შემდეგ 14 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.