ესპანეთმა კარდიფში ბეილის გარეშე დარჩენილი უელსი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უელსი 4:1 დაამარცხა.

ამ სპარინგში "ფურია როხას" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა ალკასერს, რომელიც "დორტმუნდში" კარგად ირჯება და მან ეს შანსი გამოიყენა - დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი სერხიო რამოსმა გაიტანა, ერთი კი მის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ბარტრამ.

მასპინძელთა გუნდში არ უთამაშია ტრავმირებულ ბეილს.

კარდიფი. "პრინციპილატი". 50 232 მაყურებელი
უელსი - ესპანეთი 1:4
გოლები: 0:1 ალკასერი (8), 0:2 სერხიო რამოსი (19), 0:3 ალკასერი (29), 0:4 ბარტრა (74), 1:4 ოუკსი (89)

უელსი: ჰენესი, განტერი, უილიამსი (ჩესტერი
46), დევისი (რიჩარდსი 62), რობერტსი, ალენი (სმიტი 62), ამპადუ (კინგი 50), ჯონი (ლოურენსი 62), უილსონი (ბრუკსი 46), ოუკსი, რამზი

ესპანეთი: დე ხეა (კეპა 46), ასპილიკუეტა (ხონი 63), ალბიოლი, სერხიო რამოსი (ბარტრა 46), გაია, საული (კოკე 46), როდრი, სებალიოსი, სუსო (როდრიგო 83), მორატა, ალკასერი (ასპასი 73)

მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავნი ნაკრები,შესანიშნავი მწვრთნელითურთ
euhh
12 ოქტომბერი 2018 12:15
0

სიახლეები პოპულარული