France Football-მა "ოქროს ბურთის" გამოკითხვა წაშალა, როცა ლიონელ მესიმ მოიგო

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" პრემიის ორგანიზატორები საკუთარი აუდიტორიის არჩევანით, როგორც ჩანს, უკმაყოფილოები არიან.

France Football-ი ფრანგული გამოცემაა და ასევე, "ოქროს ბურთის" პრემიის ორგანიზატორია, რომელმაც საკუთარ საიტზე მომხმარებლებს გამოკითხვაში საუკეთესოს არჩევანის საშუალება მისცა.

გულშემატკივართა ხმები ასე განაწილდა:

  1. ლიონელ მესი (48%)
  2. მოჰამედ სალაჰი (31%)
  3. კრიშტიანო რონალდო (8%)

ხოლო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისა და ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი სულაც მეოთხე ადგილზე გავიდა.

რედაქციამ საიტიდან გამოკითხვა ამოიღო, რადგან სავარაუდოდ, თავიანთი გამოკითხვის შედეგები მომხმარებლების შედეგებს არ დაემთხვევა.

გამოკითხვა France Football-დან წაშალეს, მაგრამ სქრინშოტი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ
"ოქროს ბურთის" მიღების სულ 30 ნომინანტია. დაჯილდოების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

alt"ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში სალაჰი ლიდერობს, მესი მეორეა, რონალდო - მესამე

ასევე დაგაინტერესებთ