ერთა ლიგა. III ტური: გერმანია ჰოლანდიასთან განადგურდა, სომხეთი გიბრალტართან ჩიპოლინას გოლით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში ჩვენი ჯგუფის თამაშების გარდა კიდევ 5 მატჩი ჩატარდა და აღსანიშნავი ამსტერდამის "კრუიფ არენაზე" გერმანიის ჰოლანდიასთან დამარცხებაა - 0:3.

გერმანიის ნაკრები ამსტერდამში დამარცხდა ჰოლანდიასთან 0:3. ეს მატჩი ბუნდესგუნდის მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვისთვის 168-ე იყო ეროვნული გუნდის სათავეში და ამ მაჩვენებლით ის თავისი ქვეყნის რეკორდსმენი გახდა. ალემანთა გუნდში 27 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა "შალკეს" თავდამსხმელს მარკ უტს, რომელსაც ამ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია. ხაზგასასმელია, რომ ნიდერლანდელებს გერმანია დიდი ანგარიშით არასოდეს არ დაუმარცხებიათ, ხოლო გერმანიის ეროვნულმა
გუნდმა უკანასკნელი 12 თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო და პირველად ისტორიაში ზედიზედ 3 მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

გიბრალტარმა თავის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - ერევანში 1:0 მოუგო სომხეთს. ამ გუნდს ადრე მხოლოდ ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ორივე ამხანაგურ შეხვედრაში. აქამდე მათ ოცდაორივე ოფიციალური თამაში ჰქონდათ წაგებული, რომლებშიც 5 გოლი გაიტანეს და 107 გაუშვეს. გოლი შესვენების შემდეგ პენალტით 30 წლის მცველმა ჯოზეფ ჩიპოლინამ გაიტანა. გიბრალტარელთა მწვრთნელმა ხულიო სესარ რიბასმა თქვა, რომ სიხარულისაგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და ისტორია დაწერეს. სომეხთა თავკაცმა არმენ გიულბუდაგიანცმა კი თავი იმართლა, უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ ვივარგეთ, მეტოქემ კი გოლი საეჭვო პენალტით გაიტანაო.

სლოვაკეთი ტრნავაში 1:2 დამარცხდა ჩეხეთთან. მასპინძელთა კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა ნაკრებში 108-ე მატჩი ჩაატარა, თავისი ქვეყნის რეკორდსმენი შეიქნა და თანაც, სანაკრებო კარიერაში 22-ე გოლი გაიტანა. მასზე მეტი გოლი - 23 მხოლოდ რობერტ ვიტეკს აქვს გატანილი.

A ლიგა. 1 ჯგუფი
ამსტერდამი. "კრუიფ არენა". 52 536
ჰოლანდია - გერმანია 3:0
გოლები: 1:0 ვან დეიკი (30), 2:0 დეპაი (87), 3:0 ვეინალდუმი (90+3)
თ მ ფ წ ბ ქ
საფრანგეთი 2 1 1 0 2:1 4
ჰოლანდია    2 1 0 1 4:2 3
გერმანია      2 0 1 1 0:3 1

B ლიგა. 1 ჯგუფი
ტრნავა. "სიტი არენა". 17 251 მაყურებელი
სლოვაკეთი - ჩეხეთი 1:2
გოლები: 0:1 კრმენჩიკი (51), 1:1 ჰამშიკი (62), 1:2 ჩიკი (76)
თ მ ფ წ ბ ქ
უკრაინა       2 2 0 0 3:1 6
ჩეხეთი         2 1 0 1 3:3 3
სლოვაკეთი 2 0 0 2 1:3 0

B ლიგა. 4 ჯგუფი
დუბლინი. "ავივა". 41 220 მაყურებელი
ირლანდია დანია 0:0
თ მ ფ წ ბ ქ
დანია         2 1 1 0 2:0 4
უელსი        2 1 0 1 4:3 3
ირლანდია 2 0 1 1 1:4 1

D ლიგა. 3 ჯგუფი
ოსლო. "ულევი". 14 712 მაყურებელი
ნორვეგია - სლოვენია 1:0
გოლი: სელანესი (45)

სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - კვიპროსი 2:1
გოლები: 0:1 კასტანოსი (41), 1:1 დესპოტოვი (59), 2:1 ნედელევი (69)
თ მ ფ წ ბ ქ
ბულგარეთი 3 3 0 0 5:2 9
ნორვეგია     3 2 0 1 3:1 6
კვიპროსი     3 1 0 2 3:5 3
სლოვენია    3 0 0 3 2:5 0

C ლიგა. 1 ჯგუფი
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - გიბრალტარი 0:1
გოლი: ჩიპოლინა (50, პენ)

სკოპიე. "ფილიპ არენა"
მაკედონია - ლიხტენშტეინი 4:1
გოლები: 1:0 ტრაჩკოვსკი (10), 2:0 ტრაჩკოვსკი (30), 3:0 პანდევი (36), 3:1 ილდიზი (37), 4:1 ალოსკი (67)
თ მ ფ წ ბ ქ
მაკედონია        3 3 0 0 8:1 9
ლიხტენშტაინი 3 1 0 2 4:6 3
სომხეთი            3 1 0 2 2:4 3
გიბრალტარი    3 1 0 2 1:4 3

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული