ერთა ლიგა. III ტური: როგორც იქნა იტალიამ გაიმარჯვა - 92-ე წუთზე გატანილი გოლით [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის კიდევ 7 მატჩი ჩატარდა და რა თქმა უნდა, ცენტრალური პოლონეთი - იტალია გახლდათ.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ხოჟუვში გამართული შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მცველმა კრისტიანო ბირაგიმ დალაშქრა ვოიცეხ შესნის კარი და სკუადრა აძურამ ნანინანარტი გამარჯვება მოიპოვა.

ეს მატჩი რობერტო მანჩინის გუნდმა კარგად ჩაატარა, ჟორჟინიოს და ინსინიეს დარტყმული ბურთები ძელს მოხვდა, მოწოდების სიმაღღლეზე იდგა შესნი და მაინც მოახერხა იტალიამ 3 ქულის მოპოვება.

იტალიამ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო პოლონეთი B
ლიგაში გავარდა.


რუსეთმა სოჭში 2:0 მოუგო თურქეთს, 7 ქულით ლიდერობს ჯგუფს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 1 ქულა სჭირდება. ოსმალოთა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ თქვა, რომ მათი მეტოქე უკვე 2 წელია ამ შემადგენლობით თამაშობს, მან კი ახალი გუნდის შექმნა მარტში დაიწყო და შედეგი კანონზომიერია.

ვერ ვარგობენ ჩვენი მეზობლები: სომხეთმა გუშინ ანდორასთან ერევანში 0:1 წააგო და საქვეყნოდ შეირცხვინა თავი, დღეს კი აზერბაიჯანი ბაქოში მალტასთან დამარცხებას გადაურჩა - 1:1.

A ლიგა. 3 ჯგუფი
ხოჟუვი. "შლიონსკი". 41 692 მაყურებელი
პოლონეთი - იტალია 0:1
გოლი: 0:1 ბირაგი (90+2)

B ლიგა. 2 ჯგუფი
სოჭი. "ოლიმპიური". 38 288 მაყურებელი
რუსეთი - თურქეთი 2:0
გოლები: 1:0 ნოიშტედტერი (20), 2:0 ჩერიშევი (78)

C ლიგა. 1 ჯგუფი
ბეერ შევა. "იაკოვ ტურნერი"
ისრაელი - ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 ჰემედი (8), 2:0 საბა (88)

C ლიგა. 4 ჯგუფი
ბუქარესტი. "ნაციონალა"
რუმინეთი - სერბეთი 0:0
გაძევება: ტამაში (44, რუმ)
გამოუყენებელი პენალტი: ტადიჩი (44, სერბეთი)

ვილნიუსი. LFF
ლიტვა - მონტენეგრო 1:4
გოლები: 0:1 მუგოსა (10), 0:2 კოპტოვიცი (35), 0:3 მუგოსა (45, პენ), 0:4 ზორიჩი (86), 1:4 ბარავიკასი (88)

D ლიგა. 3 ჯგუფი
ბაქო. "ოლიმპიური"
აზერბაიჯანი - მალტა 1:1
გოლები: 0:1 მუსკატი (37), 1:1 აბდულაევი (53)

ტორსჰავნი. "ტორსვოელური"
ფარერები - კოსოვო 1:1
გოლები: 0:1 რაშიცა (9), 1:1 იენსენი (50)