ერთა ლიგა. IV ტური: ინგლისმა სევილიაში ესპანეთი 3:2 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურში 7 მატჩი გაიმართა და რა თქმა უნდა, ყველაზე საიტერესო ესპანეთი - ინგლისი იყო.

ესპანეთს შეეძლო ყველა ნაკრებებზე ადრე მოეპოვებინა ევროპირველობის საგზური, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა სევილიაში ინგლისთან. პირველ ტაიმში "სამმა ლომმა" 3 უპასუხო გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგ ისე ჩადგა დაცვაში, როგორც ანდორა საქართველოსთან და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა. ისე, ცოტა დრო რომ ჰქონოდა ფურია როხას, შეიძლებოდა ფრისთვისაც მიეღწია.


ესპანეთი ბოლოს ოფიციალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 15 წლის წინ დამარცხდა და
დასრულდა მისი წაუგებელი 38-მატჩიანი სერია. ოფიციალურ საშინაო შეხვედრაში ესპანეთს აქამდე 3 გოლი არასოდეს არ ჰქონდა გაშვებული.

რახიმ სტერლინგმა დუბლი შეასრულა. მან ბოლოს ნაკრებში გოლი 2015 წლის ოქტომბერში გაიტანა, დუბლი კი ეროვნულ გუნდში პირველად შეასრულა.

პაკო ალკასერმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 6 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მან შეცვლაზე შესვლიდან 1 წუთში დალაშქრა ჯორდან პიკფორდის კარი.

სერხიო რამოსმა ნაკრებში 160-ე მატჩი ჩაატარა. ამ "ნომინაციაში" მსოფლიოს რეკორდსმენი ეგვიპტელი ახმედ ჰასანია - 184 მატჩი.

ისლანდიამ რეიკიავიკში 1:2 წააგო შვეიცარიასთან და A ლიგიდან გავარდა. კუნძულელებმა სამი მარცხი განიცადეს, მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში 11 მიიღეს.

ბოსნიამ სარაევოში 2:0 სძლია ჩრდილოეთ ირლანდიას და A ლიგაში გადავიდა. რობერტ პროსინეჩკის გაწვრთილმა გუნდმა ტურნირზე სამივე მატჩი მოიგო. დუბლი ედინ ჯეკომ შეასრულა. მან მესამე გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და არ ჩაუთვალა.


ფინეთმა ტამპერეში 2:0 სძლია საბერძნეთს და ტურნირზე ოთხიდან ოთხივე მატჩი მოიგო.
.
A ლიგა. 2 ჯგუფი
რეიკიავიკი. "ლაუგარდალსვოლიური"
ისლანდია - შვეიცარია 1:2
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (52), 0:2 ლანგი (67), 1:2 ფინბოგასონი (84)

A ლიგა. 4 ჯგუფი
სევილია. "ბენიტო ვილამარინი"
ესპანეთი - ინგლისი 2:3
გოლები: 0:1 სტერლინგი (16), 0:2 რეშფორდი (30), 0:3 სტერლინგი (38), 1:3 ალკასერი (59), 2:3 სერხიო რამოსი (90+7)

B ლიგა. 3 ჯგუფი
სარაევო. "გრბავიცა"
ბოსნია - ჩრდ. ირლანია 2:0
გოლები: 1:0 ჯეკო (27), 2:0 ჯეკო (73)

C ლიგა. 2 ჯგუფი
ტალინი. "ა ლე კოკ არენა"
ესტონეთი - უნგრეთი 3:3
გოლები: 1:0 ლუტსი (20), 1:1 ნაგი (24), 1:2 სალაი (54), 2:2 პიკი (70), 3:2 ანიერი (79), 3:3 სალაი (81)

ტამპერე. "რატინანი"
ფინეთი - საბერძნეთი 2:0
გოლები: 1:0 სორი (46), 2:0 კამარა (89)

D ლიგა. 2 ჯგუფი
მინსკი. "დინამო"
ბელარუსი - მოლდოვა 0:0

ლუქსემბურგი. "ხოსე ბარტელი"
ლუქსემბური - სან მარინო 3:0
გოლები: 1:0 ტურპელი (4), 2:0 სინარი (65), 3:0 ტილი (73)
გაძევება: გასპერონი (74, სან მარინო)

ასევე დაგაინტერესებთ