ტიტემ ალანი მიიწვია, რათა იტალიის ნაკრებში არ ითამაშოს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ "ნაპოლის" 27 წლის ნახევარმცველი ალანი ეროვნული გუნდის უახლოეს მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

იტალიის ეროვნული გუნდის თავკაცს რობერტო მანჩინის სურდა ალანი გამოეძახებინა, მაგრამ ტიტემ დაასწრო.

სელესაო 16 ნოემბერს ურუგვაის, ხოლო 20 ნოემბერს კამერუნს შეხვდება.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ ბრაზაო (კრუზეირო)

მცველები:
დანილო (მანჩესტერ სიტი), ფაბინიო (ლივერპული), მარსელო (რეალი), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო), მირანდა (ინტერი), მარკინიოსი (პსჟ), დედე (კრუზეირო), პაბლო (ბორდო)

ნახევარმცველები:
ალანი (ნაპოლი), კაზემირო (რეალი), არტური, ფილიპე კოუტინიო (ორივე ბარსელონა), პაულინიო (გუანჯოუ), უოლასი (ჰანოვერი)

თავდამსხმელები:
დუგლას კოშტა (იუვენტუსი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), ნეიმარი (პსჟ), რიჩარლისონი (ევერტონი), ვილიანი (ჩელსი)

ასევე დაგაინტერესებთ