როგორ შეიცვალნენ ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები 10 წლის შემდეგ [PHOTO]

AutoSharing Option
ასე გამოიყურებოდნენ 10 წლის წინ გარეთ ბეილი, კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ევროპული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები.

გონსალო იგუაინი
2008 წელი: იგუაინი იმ დროს "რეალში" თამაშობდა. თამაშობდა რა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო მოედანზე რაული, რობინიო და რუდ ვან ნიესტელროი ბურთაობდნენ, თუმცა შემდეგ სეზონში უკვე ძირითადის ფორვარდი გახდება.

Sportall.Ge

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
2008 წელი: იბრა სერია A-ში მეფობს, ხოლო 2018-ში უკვე MLS-სა და ლოს-ანჯელესის მეფეა.

Sportall.Ge

კრიშტიანო რონალდო
2008 წლის მაისი. კრიშტიანო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მზადაა, პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. 2018 წლისთვის კი უკვე "რეალის" ლეგენდაა,
ყველაფერი მოიგო და კარიერას უკვე "იუვენტუსში" აგრძელებს.

Sportall.Ge

ლიონელ მესი
მაშინ მესი "ბარსელონას" მთავარი ვარსკვლავი ჯერ არ იყო. ეს წოდება რონალდინიოს ჰქონდა და არც არგენტინის ნაკრებში ჰქონდა 10 ნომერი, მაშინ 18-ნომრიანი მაისურა ეცვა, მაგრამ "ოქროს ბურთზე" იყო ნომინირებული. ახლა მესის 5 "ოქროს ბურთი" აქვს.

Sportall.Ge

მარუან ფელაინი
2008 წელს "ევერტონმა" პირადი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა და ახალგაზრდა ნიჭიერი ბელგიელი ნახევარმცველი "სტანდარტისგან" 15 მლნ ევროს სანაცვლოდ იყიდა. ახლა ფელაინი 15 მლნ ევროს ხელფასის სახით "მანჩესტერ იუნაიტედში" იღებს.

Sportall.Ge
მარსელო
ამბობენ, ბავშვობაში მარსელომ პირობა დადო, რომ თუ "რეალში" აიყვანდნენ, თმას არასდროს შეიკრეჭდა.

Sportall.Ge

სერხიო რამოსი
რამოსის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. რამოსი უფრო იმოკლებდა თმას და დღეს უკვე ბრუტალური ვარცხნილობის ხისტი მცველია.

Sportall.Ge

გარეთ ბეილი
10 წლის წინ ბეილი პერსპექტიულ მარცხენა მცველად ითვლებოდა, რომლის სანაცვლოდ ლონდონის "ტოტენჰემმა" 11 მლნ ფუნტი გადაიხადა. ახლა ბეილი "რეალის" მარჯვენა შემტევია და 100 მლნ ევროზე მეტი ღირს. მისი თამაში და ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა.

Sportall.Ge

დავიდ სილვა
2008 წელი: დავიდ სილვა ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, შემდეგ ტრავმას მკურნალობს. 2018 წელი: სილვა "სიტის" კაპიტანი და ლეგენდაა. გვარდიოლას თქმით, სილვა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც "სიტის" გაწვრთნა გადაწყვიტა.

Sportall.Ge

დიეგო კოშტა
10 წელი გავიდა და კოშტა თითქმის იგივეა. 2008 წელს ის იჯარით "ალბასეტეში" თამაშობდა და "ატლეტიკოს" ძირითადისთვის ემზადებოდა. 2018 წელს კი ისევ "ატლეტიკოშია", ვითომ "ჩელსიში" არც ყოფილა.

Sportall.Ge

ლუკა მოდრიჩი
მოდრიჩი არ იცვლება.

Sportall.Ge

altროგორ გამოიყურებოდა სალაჰი ქორწილში 2013 წელს და რატომ დაარქვა მან შვილს მაკა? [VIDEO+PHOTO]

ასევე დაგაინტერესებთ