ლოპეტეგიმ ანანიძის "სპარტაკის" შესაძლო გაწვრთნაზე კომენტარი არ გააკეთა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ "სპარტაკის" ჩაბარებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

"ბოდიშს მოგიხდით, მე მესმის, რომ ეს თქვენი სამუშაოა, მაგრამ ახლა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ", - განუცხადა ლოპეტეგიმ "სპორტ-ექსპრესს".

ლოპეტეგიმ 30 ოქტომბერს თქვა, რომ პაუზის აღებას არ აპირებს და საზღვარგარეთ გეგმავს მუშაობას.

შეგახსენებთ, "სპარტაკის" მწვრთნელი მასიმო კარერა გადააყენეს და გუნდს დროებით მისი თანაშემწე რაულ რიანჩო ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ