რონალდინიოს ბრაზილიის პასპორტი ჩამოართვეს

AutoSharing Option
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას რონალდინიოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს, ეს ყველაფერი კი მისმა პოლიტიკურმა ასპარეზმა გამოიწვია.

თავიდან რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა და არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება, შემდეგ მხარი ღიად დაუჭირა ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატ ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც საბოლოოდ პრეზიდენტი გახდა. ეს უკანასკნელი კი ანტიფემინისტური და რასისტული გამონათქვამებითაა ცნობილი.

თავიდან "ბარსელონამ" კლუბის ელჩის სტატუსი ჩამოართვა და აუკრძალა კლუბის სახელით სხვადასხვა ღონისძიებაში გამოსვლა.

ამჯერად კი ადგილობრივმა სასამართლომ ბრაზილიის პასპორტიც ჩამოართვა და მოქალაქეობის გარეშე დატოვა. მიზეზი კი აკრძალულ ადგილზე თევზსაჭერი ობიექტის აშენება და
გარემოსთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენება გახდა. ის თავიდან 2 500 000-ით დააჯარიმეს, რონალდინიომ თანხა არ გადაიხადა და პასპორტიც დაკარგა.

ბრაზილიელი ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკაში ჩართულობას აბრალებს და ოპონენტების შურისძიებად მიიჩნევს. თუმცა მას ახალი პრეზიდენტის დახამარების იმედი აქვს.

altრონალდინიო პოლიტიკური პარტიის წევრი გახდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
განვითარებული არა ის არის კიდე ბრაზილია. ეს ჟურნალისტები ბოჟიალობენ რაღაცას. რას წერენ თვითონ არ იციან. ვერც მე გავიგე ვერაფერი ))). ყველაფერს რო თავი დავანებოთ 2 500 000 ით დააჯარიმეს რას ქვია, ბრაზილიურ რიალით, დოლარით, ევროთი, თუ 2 500 000 ბიტკოინით თუ ამდენივე კალმახით, რითი დააჯარიმეს დაგეწერათ თქვე დალოცვილებო ბარემ.
Lasha
09:48 05-11-2018
0
ვინმემ რამე გაიგეთ?
Rezo
01:31 04-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული