არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს

AutoSharing Option
"ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ამბობდა, რომ 4 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში "სპარტაკის" დამარცხება შეეძლოთ, რადგან მათ მეტოქე გუნდში არეულობაა და დაამარცხეს კიდეც 2:1.

შეხვედრას მოსკოვში 23 237 მაყურებელი დაესწრო. "სპარტაკის" საშინაო მატჩზე ამ სეზონში ასე ცოტა მაყურებელი არ მისულა.

"სპარტაკმა" პირველად წააგო ისტორიაში ზედიზედ 4 საშინაო მატჩი და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

ამ მატჩში ეკატერინბურგელი ჭანტურია და მოსკოველი ჯანო ანანიძე (სურათზე თამაშის დაწყებამდე) სათადარიგოები იყვნენ. ჯანომ უკვე მოირჩინა ტრავმა, მაგრამ დროებითი მწვრთნელი რაულ რიანჩო არ ათამაშებს.

ამ რიანჩოს გულშემატკივრები
მთელი 90 წუთის განმავლობაში დედას აგინებდნენ და აგრეთვე შეურაცხყოფას აყენებდნენ ნახევარმცველ დენის გლუშაკოვს და კლუბის მფლობელ ლეონიდ ფედუნს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ანზორი ალბათ შენ ავადმყოფი არსება ხარ,რადგან კაცს და არაკაცს ვერ ანსხვავებ. რა გინდა ქართველ ჯანოსაგან, მან ხომ სამშობლო საქართველოს სიყვარულის გამო კარიერაზე უარი თქვა ჯიქიასაგან განსხვავებით,და ღმერთი დაეხმარება და გადალახავს ტრამვებს,უფალო დაიცავი მავნებლებისაგან.
მართალა
12:03 24-11-2018
0
კომენტარებს გადახედავ და შეგზარდება ფეხბურთიც და ადამიანებიც
ნოდო
18:28 05-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული