ცნობილი გახდა 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის დანიელ კორეა ფრეიტასის მკვლელობის დეტალები.
ის თურმე, თავისი საყვარლის კრისტინას ქალიშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, შემდეგ კი კრისტინასთან საძინებელ ოთახში განმარტოვდა და სურათები სოციალურ ქსელში გაავრცელა. თან დაწერა:"მზად ვარ 18 წლის იუბილარის დედიკო გადავყლაპო".
მოსალოდნელ საფრთხეზე დანიელი მეგობარმა SMS შეტყობინებით გააფრთხილა, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია.
მალე კი სახლში კრისტინას მეუღლე, 38 წლის ბიზნესმენი ედისონ ბრიტეს ჟუნიორი დაბრუნდა, ფეხბურთელი წამებით მოკლა, სასქესო ასო მოაჭრა და ახლა თავს იმართლებს, რომ დანიელი მისი უბიწო კრისის გაუპატიურებას ცდილობდა.