ფიფა პენალტის წესში ცვლილებას გეგმავს

AutoSharing Option
თერთმეტმეტრიანის წესში შესაძლოა, ცვლილება შეიტანონ.

"ტელეგრაფის" ცნობით, გუნდი, რომელიც პენალტს ასრულებს, თუ პირველ დარტყმას ვერ გამოიყენებს, მეორე შანსი არ მიეცემა.

თუ მეკარემ ბურთი მოიგერია ან ბურთი ძელს მოხვდა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შემსრულებელ გუნდს არ ექნება უფლება დამატებაზე ითამაშოს და თავისუფალი საჯარიმო დარტყმა დაინიშნება.

ეს ჯერ მხოლოდ პროექტია, განსახილველად ფიფას შესაბამის კომიტეტზე უნდა გაიტანონ და დაამტკიცონ.