ტერ შტეგენის და ბოატენგის გარეშე - გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები 15 და 19 ნოემბერს ერთ ლიგის ეგიდით რუსეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შეხვდება.

"ბუნდესნაკრების" მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ამ მატჩებისთვის გამოძახებული 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთა შორისაც "ბაიერნის" მცველი ჟერომ ბოატენგი და "ბარსელონას" მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი ვერ მოხვდნენ. ამ უკანასკნელს მხრის პრობლემა აწუხებს.

გერმანიის ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ბერნ ლენო (არსენალი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი).

მცველები: მატიას გინტერი (მიუნხენგლადბახი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ტილო კერერი (პსჟ), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი), ნიკო შულცი (ჰოფენჰაიმი),
ნიკლას ზულე (ბაიერნი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი).

ნახევარდაცვა: ლეონ გორეცკა (ბაიერნი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი), ლეროი სანე (სიტი), სებასტიან რუდი (შალკე), სერჟი გნაბრი (ბაიერნი), ჟულიან დრაქსლერი (პსჟ), ჟულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), მარკო როისი (დორტმუნდი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი).

თავდამსხმელები: მარკ უტი (შალკე), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ტომას მიულერი (ბაიერნი).

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტონი კროოსი გუნდს მხოლოდ ჰოლანდიასთან მატჩში დაეხმარება.

altკროოსი: იოზილი უფრო მეტ სისულელეს სჩადიოდა, ვიდრე ნაკრებისთვის სარგებელი მოჰქონდა

altერთა ლიგა. IV ტური: საფრანგეთმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული