რონალდომ ორ ბოთლ ღვინოში 31 ათასი ევრო გადაიხადა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ ლონდონში ორ ბოთლ ღვინოში 31 ათასი ევრო გადაიხადა.

ის ლონდონში АТР-ის საჩოგბურთო ტურნირზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და ქალიშვილის დაბადების დღე რესტორანში გადაიხადა.

მისი სტუმრები რაფაელ ნადალი და ენრიკე იგლესიასი იყვნენ.

მან Richebourg Grand Cru-ს ღვინოში 20 ათასი, ხოლო Pomerol Petrus 1982-ში 11 ათასი გადაიხადა.

ის აგრეთვე ოპერაში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ