ლოვრენი: კარგად ჩავარტყი რამოსს იდაყვი - ჰა, ჰა, ილაპარალე ახლა პრესკონფერენციაზე

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესპანეთის ნაკრების დამარცხების (3:2) შემდეგ ხორვატიის ნაკრების მცველმა დეიან ლოვრენმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სერხიო რამოსს ნიშნი მოუგო.

"ჰა,ჰა, 3:2!.. მინდა მოგესალმო. წადი ახლა და პრესკონფერენციაზე ილაპარაკე, შენ ხომ მაგის ოსტატი ხარ, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ... ხარ. კარგად ჩაგარტყი იდაყვი. ახლა ინგლისი უნდა დავამარცხოთ. გავაკეთებთ ამას".

ადრე რამოსმა განაცხადა, რომ არ სურს ლოვრენთან პოლემიკაში შევიდეს, რადგან ამით ის პოპულარობას მოიხვეჭს და გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდება.

ამ შეხვედრაში რამოსს კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა და მადრიდში დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ