"პორტუს" 37 წლის მეკარეს იკერ კასილიასს "რეალში" დაბრუნება უნდა.
"ძალიან გამიხარდება, თუ ესპანეთიდან დამირეკავენ და დაბრუნებას მთხოვენ.
"რეალიდან" რომ დამირეკონ? დავთანხმდები, რა თქმა უნდა. იმ ადგილს ხომ ვერ დავივიწყებ, სადაც გავიზარდე.
თუმცა, ვფიქრობ, "რეალიდან" წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. რომ დავრჩენილიყავი, შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო", - განუცხადა კასლიასმა "ეკიპს".