ვალდანო: რამოსი ისე გადის მოედანზე, გეგონება ფეხბურთი მან გამოიგონა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ მცველ სერხიო რამოსზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ისე შედის გასახდელში, გეგონება "რეალი" მისი საკუთრებაა. ისე გადის მოედანზე, თითქოს ფეხბურთი მან გამოიგონა.

როდესაც სხვა ფეხბურთელები მოკრძალებულად იქცევიან, ის საფეხბურთო სამყაროს გამოწვევას უგზავნის და პენალტს პანენკას სტილში ასრულებს", - განუცხადა ვალდანომ "მარკას".