ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ლეგენდარულ ფეხბურთელს რონალდინიოს სამი ავტომობილი ჩამოართვა.
რონალდინიოს ორი BMW, ერთი Mercedes-Benz-ი და ცნობილი მხატვრის ანდრე ბერარდოს ნამუშევარი ჩამოართვეს.
2015 წელს რონალდინიო და მისი ძმა რობერტო დე ასისი 2 მილიონი ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ საწყობის მშენებლობისას ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნეს გარემოს.
რონალდინიომ ჯარიმა არ გადაიხადა და პროკურატურამ სანქციებს მიმართა.