არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლიონელ სკალონი დაინიშნა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლიონელ სკალონი დაინიშნა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

სპეციალისტი ნაკრებს მინიმუმ ამერიკის მომდევნო თასამდე უხელმძღვანელბს, რომელიც ბრაზილიაში 2019 ივნის-ივლისში გაიმართება. ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა.

"უნდა გვესმოდეს, რა გვინდა ჩვენი ნაკრებისგან. ყველამ ვნახეთ ლიონელ სკალონის მუშაობა. ამიტომ ის ამერიკის თასამდე ნაკრების მწვრთნელად დარჩება", - განაცხადა ტაპიამ.

სკალონიმ ნაკრებში ხორხე სამპაოლი აგვისტოში შეცვალა და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 6 მატჩი გამართა. აქედან 4-ში გაიმარჯვა, ერთი ფრედ დასრულდა და ერთიც წააგო.

alt

მარადონა: სკალონის შეუძლია არგენტინა მოტოსპორტის ჩემპიონატზე წაიყვანოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული