უეფამ თასების მფლობელთა თასი თუ უდღეური ინტერტოტოს თასი აღადგინა?

AutoSharing Option
უეფამ 2021 წლიდან მესამე ევროტურნირის ჩატარების გეგმა დაამტკიცა, რომელიც ევროპული ასოციაციების ყოველწლიურ სხდომაზე საკლუბო შეჯიბრებების ორგანიზების კომიტეტის მესამე ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მოამზადა და წარადგინა.

Football Italia-მ აღნიშნა, რომ ეს ტურნირი თასების მფლობელთა თასის მსგავსი იქნება, თუმცა მისი ფორმატი განსხვავებულია. ეგაა, თუ სათანადოდ არ იქნა დაფინანსებული, უდღეურ ინტერტოტოს თასს დაემსგავსება. გამარჯვებულის ევროპა ლიგის შემდეგი გათამაშების საგზურით დაჯილდოებაც დიდი ვერაფერი ბედენაა.

რასაც ამ მოცემულობით ვხედავთ, ეს იქნება მესამეხარისხოვანი გუნდების მესამეხარისხოვანი, არაპრესტიჟული ტურნირი.

მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც უეფამ თავის საიტზე გამოაქვეყნა:

ახალი ტურნირი (სამუშაო
დასახელება UEL2) გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის და უეფას ევროპა ლიგის სქემით. ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.

ფორმატი შეიცავს ჯგუფურ ეტაპს (8 ჯგუფი 4-4 გუნდით), 1/8, 1/4, 1/2 და ფინალს.

1/8 ფინალების წინ პლეი-ოფის დამატებითი რაუნდი გაიმართება. მასში UEL2-ის ჯგუფების მეორეადგილოსნები და ევროპა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები შეხვდებიან.

ახალ ტურნირზე 15 სათამაშო დღეში 141 მატჩი გაიმართება. ზუსტად ისევე, როგორც ევროპა ლიგაზე.

ახალი ტურნირის გამარჯვებული ევროპა ლიგის შემდეგი გათამაშების საგზურს მოიპოვებს.

მატჩები ხუთშაბათობით ჩატარდება. ჩემპიონთა ლიგის თამაშები ისევ სამშაბათსა და ოთხშაბათს, ხოლო ევროპა ლიგის ხუთშაბათს გაიმართება. უეფა შეხვედრების ნაწილის 16:30 საათზე დაწყების შესაძლებლობას განიხილავს.

ყველა ტურნირის ფინალები ერთ კვირაში ჩატარდება - ოთხშაბათს (ახალი ტურნირი), ხუთშაბათს (ევროპა ლიგა), შაბათს (ჩემპიონთა ლიგა). ახალ ტურნირზე მონაწილეობას როგორც მინიმუმ 34 ასოციაციის გუნდები მიიღებენ (ახლა 26-ია). ეს ტურნირი ყველა ასოციაციისთვის ღია იქნება. ყველა ასოციაცია არსებულ კვოტას შეინარჩუნებს.

altუეფა-ს ახალი ტურნირი - დეტალები უცნობია, თუმცა სიახლეები არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული