ვალვერდე: "ოქროს ბურთზე" მესის მე-5 ადგილი აბსურდია

AutoSharing Option
As-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ოქროს ბურთის" ლუკა მოდრიჩისთვის გადაცემაზე გააკეთა კომენტარი.

- ნორმალურია, რომ მესი მე-5 ადგილზე გავიდა?
- ამ დაჯილდოების ობიექტურობაზე არ ვისაუბრებ. ამაზე ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. ორგანიზატორებმა ეს უნდა ახსნან. ჩვენ მოდრიჩს გამარჯვებას ვულოცავთ, მაგრამ ჩვენთვის ეს აბსურდია.

შეგახსენებთ, პირველ ადგილზე გასულმა მოდრიჩმა 753 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე 476 ხმით "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო მესამეზე "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი (414 ხმა).