პედიკიურისა და მუსიკის აკრძალვა - საფეხბურთო კონტრაქტების ყველაზე უცნაური პირობები

AutoSharing Option
მუსიკაზე უარის თქმა, მამის ვარჯიშზე შესვლის ნებართვა და პედიკიურზე აკრძალვა... ჩვენ გთავაზობთ კაპრიზული ფეხბურთელების და გამოცდილი ხელმძღვანელების ყველაზე უცნაურ პირობებს, რომლებიც კონტრაქტში ჩაწერილა.

1. "ბარსელონას" ფეხბურთელებს აკრძალული აქვთ, თავად გაიკეთონ პედიკიური
დმიტრი ჩიგრინსკი ჰყვებოდა, რომ დონეცკის "შახტარიდან" "ბარსელონაში" გადასვლის დროს კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის მიხედვით, ფეხბურთელს ფეხის თითებზე ფრჩხილები თავად არ უნდა მოეწესრიგებინა. ფეხბურთელები ვალდებულები არიან, კლუბის პედიკიურის თანამშრომელს მინიმუმ კვირაში ერთხელ ესტუმრონ. ასე ფეხბურთელები ვერ დაიზიანებენ თითებს და ბურთის დარტყმის პრობლემა არ ექნებათ.

2. სუარესს კონტრაქტში კბენისთვის ჯარიმა უწერია

საფეხბურთო სამყაროს მთავარი "ჰანიბალის" მსხვერპლს შეუძლია დაწყნარდეს. სუარესი 8-ჯერ არის მეტოქის კბენაში შემჩნეული. ბოლო და ყველაზე რეზონანსული მსოფლიოს 2012 წლის მატჩში მოხდა, როცა სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა. ამის გამო სუარესი ფეხბურთიდან 4 თვით მოკვეთეს. "ბარსელონამ" საკუთარი ფავორიტი არ განდევნა და "ლივერპულს" მის სანაცვლოდ 81 მლნ ევრო გადაუხადა, ხოლო ლუისს კონტრაქტში ცალკე პირობა ჩაუდეს, რომ მეტოქის კბენისთვის დაჯარიმდება.

3. კილიან მბაპეს მამას პსჟ-ის ყველა ვარჯიშზე დასწრების უფლება აქვს
მბაპეს მამას კილიანის "მონაკოდან" პსჟ-ში გადასვლის დროს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა: ხელფასის გაზრდა, თუ მბაპე "ოქროს ბურთს" მიიღებს, 30 მლნ ევრო "ბონდის" სტადიონის რემონტს მოხმარდეს (ეს ის გუნდია, სადაც მბაპემ კარიერა დაიწყო), კერძო თვითმფრინავით უფასო სარგებლობა 50 საათის განმავლობაში. უილფრიდ მბაპემ მხოლოდ ვარჯიშებზე დასწრების უფლება მიიღო.

Sportall.Ge

4. ნეიმარს ზრდილობიანი მისალმებისთვის წელიწადში 4.5 მლნ ევროს უხდიან

Football Leaks-ი ამტკიცებს, რომ ბრაზილიელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი "პრემია ეთიკისთვის" - 4.5 მლნ ევრო. ამ თანხის მისაღებად ნეიმარმა 10 წესი უნდა დაიცვას. ერთ-ერთია ფანების მისალმება, ვარჯიშებზე დროულად მისვლა, ინტერვიუ და კლუბის კარგი იმიჯის შენარჩუნება. სხვათა შორის, ასეთი პრემიები პსჟ-ის ყველა ვარსკვლავს აქვს, უბრალოდ ნეიმარს ეს თანხა ორჯერ მეტი აქვს.

5. ობამეიანგი "არსენალის" ერთგულებისთვის ბონუსს მიიღებს
თანამედროვე ფეხბურთში ამას "ლოიალურობის პრემიას" ეძახიან. ობამეიანგის პრემია კი სოლიდურია. თუ ფეხბურთელი "არსენალს" არ დატოვებს, ოთხი წლის განმავლობაში მას 15.5 მლნ ევროს გადაუხდიან. ასეთი პუნქტები კონტრაქტში ბევრ ფეხბურთელს აქვს. ასე კლუბები ცდილობენ, ვარსკვლავები შეინარჩუნონ, რომ მათ სხვა კლუბში გადასვლა არ მოუნდეთ. თუმცა 15 მლნ ყველაზე დიდი თანხა ნამდვილად არ არის. ლიონელ მესის "ლოიალურობის პრემია" ოთხი წლის განმავლობაში 70 მლნ ევროა.

Sportall.Ge

6. ფირმინოს "არსენალში" გადასვლა აკრძალული აქვს
ესეც Football Leaks-ის ინფორმაციაა, რომლის მიხედვით, ფირმინოს გამოსყიდვა 98 მლნ ევროდაა შესაძლებელი. თუმცა ამით "არსენალი" ვერ ისარგებლებს. სხვათა შორის, სუარესსაც იგივე პუნქტი ჰქონდა კონტრაქტში, როცა "ლივერპულში" თამაშობდა.

7. ხესე მუსიკით იყო დაკავებული, თუმცა უკრძალავდნენ
მადრიდის "რეალში" ეფექტური სტარტის მიუხედავად, ხესემ "სამეფო კლუბში" დამკვიდრება ვერ მოახერხა. 2016 წელს პსჟ-ში გადასვლა, წესით, მას უნდა დახმარებოდა, თამაშში დაბრუნებულიყო, თუმცა ხესეს ყოველთვის რაღაც ხელს უშლიდა.

ესპანელი დიდი ხანია მუსიკითაა დაკავებული და საკუთარი ჰიპ-ჰოპ ჯგუფიც (Big FLow) შექმნა, რომლის ვიდეოებსაც Youtube-ზე მილიონობით ნახვა ჰქონდა.

პსჟ-ში გადასვლის დროს ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტში ჩაუდო პუნქტი, რომლის მიხედვით, ხესეს სეზონის განმავლობაში მუსიკის შექმნა და ჯგუფში მუშაობა აკრძალული აქვს.

Sportall.Ge

8. ბიორნებუს ტრამპლინიდან გადმოხტომას უკრძალავდნენ
სტიგ ინგე ბიორნებუ იშვიათი ნორვეგიელია, რომელსაც 1992 წელს დიდ ინგლისურ კლუბში, "ლივერპულში" შეღწევა გამოუვიდა. თუმცა მერსისაიდული კლუბის ბოსებმა, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ სტიგის თხილამურებით ხტომით ტრამპლინიდან, თავიდანვე კონტრაქტში ჩაუწერეს პუნქტი, რომლის მიხედვით ხტომა კი არა, ტრამპლინთან 200 მეტრზე მიახლოებაც კი აუკრძალეს.

9. შვარცს კოსმოსში არ უშვებდნენ
1999 წელს ნახევარმცველმა სტეფან შვარცმა, რომელმაც შვედეთთან ერთად 1994 წლის მსოფლიოს ბრინჯაოს მედალი მოიგო, "სანდერლენდში" გადავიდა. კლუბის თანამშრომლებს უთხრეს, რომ ფეხბურთელი კოსმოსში კომერციული ფრენებით არის გატაცებული და შესაძლოა, ფრენაზე დაჯავშნილიც კი ჰქონდეს ადგილზე. კლუბში ანერვიულდნენ და მას კოსმოსში გაფრენა აუკრძალეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰანიბალი არა, კანიბალი, ჰანიბალი სარდალი იყო....
:))))
09:20 08-12-2018
0
კარგი იყო
robi
14:20 06-12-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული