პელე: მარადონა მესიზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იყო

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფემ, პელემ იმაზე ისაუბრა, თუ რატომ თვლის დიეგო მარადონას ლეო მესიზე უფრო დიდ ფეხბურთელად.

"როგორ შეიძლება ფეხბურთელი, რომელიც, ურტყამს თავით, ორივე ფეხით, შეადარო იმას, რომელსაც მხოლოდ ერთი მუშა ფეხი და ერთი უნარი აქვს და საუკეთესოდ ვერ თამაშობს თავით?

როგორ შეიძლება შეადაროთ? პელეს რომ შეადაროთ, ეს ფეხბურთელი ორივე ფეხით და თავით უნდა თამაშობდეს.

ჩემის აზრით, მარადონა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუ მკითხავთ, იყო თუ არა მესიზე უკეთესი, გიპასუხებთ, დიახ, იყო, გაცილებით უკეთესი იყო. ბეკენბაუერი და კრუიფიც შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ", -
განუცხადა პელემ Folha de Sao Paulo-ს.

ასევე დაგაინტერესებთ