14 წლის მეკარე მატჩისას მიღებული ტრავმით გარდაიცვალა

AutoSharing Option
BBC-ის ცნობით, ინგლისში საფეხბურთო მატჩისას მიღებული ტრავმით 14 წლის მეკარე ლუკა კამპანარო გარდაიცვალა.

"ბედგროვ დინამოსის" ფეხბურთელმა მეტოქესთან შეჯახებისას თავის სერიოზული ტრავმა მიიღო, ვერტმფრენით სასწრაფოდ ლონდონის სამეფო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გარდაცვლილის მეგობარმა საიტი შექმნა, რომელზეც ლუკას ოჯახის დასახმარებლად ფულს აგროვებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული