ევროტურნირებზე წიტაიშვილის დებიუტი შედგა - ის უკრაინული თუ ქართული ფეხბურთის იმედია?

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე კიევის "დინამოს" 18 წლის თავდამსხმელის გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა.

კიევის "დინამოს" უკვე გარანტირებული ჰქონდა ჯგუფში პირველი ადგილი, საკუთარ მოედანზე "იაბლონეცთან" 0:1 წააგო და წიტაიშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

მისი თამაში football.ua-მ 5.5 ბალით შეაფასა:" შარაპენკოს ნაცვლად შევიდა მოედანზე და მაშინვე აქტიურად ჩაერთო თამაშში. შეეძლო საგოლე გადაცემის ავტორი გამხდარიყო, მაგრამ მის მიერ გადაცემული ბურთი ბესედინმა ძელს გაარტყა. მარცხენა ფლანგზე ოპონენტები "დაატრიალა". მხოლოდ შეტევისას სიმწვავე აკლდა".

ნამატჩევს პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩს კითხვა წიტაიშვილზეც დაუსვეს, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:"თამაშში ძალზედ
აქტიურად ჩაერთო და პირველივე სიტუაციაში მწვავედ შეუტია, ბესედინს შესანიშნავი პასი მისცა, მან კი სამწუხაროდ გოლი ვერ გაიტანა".

წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და სანამ პირველ გუნდში არ მიუწვევიათ, უპრიანი იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშზე დაიყოლიოს.

altწიტაიშვილმა "ანდრლეხტს" გოლი გაუტანა და კიევის "დინამო" უეფას ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

altწიტაიშვილმა კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა

altგიორგი წიტაიშვილი: კარგია, რომ "შახტარს" გოლი გავუტანე და მოვიგეთ

altევროპა ლიგის პლეი-ოფის ყველა მონაწილე ცნობილია - 1/16 ფინალში 2 ქართველი ლეგიონერი იასპარეზებს

altევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც"