"გაგრას" ყოფილმა მწვრთნელმა ერევნის "ლოკომოტივი" ჩაიბარა

AutoSharing Option
News.am-ის ცნობით, "გაგრას" ყოფილი თავკაცი ანატოლი პისკოვეცი ერევნის "ლოკომოტივის" მწვრთნელად დაინიშნა.

ადრე 70 წლის უკრაინელი სპეციალისტი კიევის ცსკა-ს, ძერჟინსკის "ხიმკის", არაბეთის "ალ ახლის", რიგის "დაუგავას", კრივოი როგის "კრივბასს" და ლუცკის "ვოლინს" ედგა სათავეში.

მისი ხელმძღვანელობით "გაგრამ" პირველი ლიგის გათამაშება და საქართველოს თასი მოიგო.

ერევნის "ლოკომოტივი" სომხეთის პირველ ლიგაში მეოთხე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.