მატიას დე ლიხტი: ახლა ზიეჩთან ერთად თამაში მირჩევნია, კრიშტიანო რონალდოსთან ან მესისთან ერთად თამაშს

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის ვერსიით, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო "აიაქსის" მცველ მატიას დე ლიხტს გადაეცა.

დაჯილდოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა ურჩევნია ჰაკიმ ზიეჩთან ერთად ითამაშოს, ვიდრე კრიშტიანო რონალდოსთან ან ლიონელ მესისთან ერთად.

"იტალია ფეხბურთის სათამაშოდ შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ამ მომენტისთვის მთლიანად "აიაქსზე" ვარ კონცენტრირებული, არ ვფიქრობ მის დატოვებაზე და იმაზე, თუ რომელ ლიგაში შემიძლია კარიერის გაგრძელება, ახლა ჰაკიმ ზიეჩთან ერთად თამაში მირჩევნია, მესისთან და რონალდოსთან ერთად თამაშს" - განაცხადა მატიას დე ლიხტმა.

19 წლის მცველი უამრავი საფეხბურთო
გრანდის სამიზნეა, მათ შორის ყველაზე აქტიურები სწორედ კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის კლუბები არიან.

altGolden Boy 2018-ის პრიზის მფლობელი მატიას დე ლიხტი გახდა

alt"აიაქსი" მატიას დე ლიხტსა და ფრენკი დე იონგში 140 მილიონ ევროს ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ