სერბეთში 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს

AutoSharing Option
სერბეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გამოავლინეს.

სერბეთის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისური პრემიერლიგის "ფულჰემის" თავდამსხმელი ალეკსანდრ მიტროვიჩი გახდა.

24 წლის ფორვარდ ჯილდო ბელგრადში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მიტოვიჩმა 2018/19 წლების სეზონში პრემიერლიგის 17 მატჩი 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა მის ანგარიშზე ნაკრებში გატანილი 12 გოლია.

საუკეთესო მწვრთნელად "ცრვენა ზვეზდას" თავკაცი ვლადან მილოევიჩი აღიარეს.

48 წლის სპეციალისტმა, რომელიც ასევე 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელიცაა, ბელგრადული კლუბი ჩემპიონი გახადა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე გაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული