მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა დენის გლუშაკოვმა პოლიციაში დაკითხვაზე მეუღლესთან კონფლიქტის დეტალები გაამხილა.
ტელეგრამ-არხის Mash-ის ცნობით, ფეხბურთელმა თქვა, რომ მეუღლე დარია ღალატობდა და ორმხრივი ღალატი მათ ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია.
მან აგრეთვე არ დამალა, რომ როდესაც გაბრაზებული იყო, მეუღლეს ემუქრებოდა, არ სცემდა და მხოლოდ ხელებს უგრეხდა.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სასამართლოსთვის მოსამზადებლად დარიამ მოუწყო.
და კიდევ: დენისმა პოლიციელებს აცნობა, რომ მატჩებისათვის "სპარტაკი" ყოველთვის აბანოში გოგონებთან ემზადება.