ბელარუსული გუნდის მეკარე ავტოავარიაში ოჯახთან ერთად გარდაიცვალა

AutoSharing Option
"ვიტებსკის" საიტი ღრმა მწუხარებით გუნდის 27 წლის მეკარის ანდრეი შერბაკოვის ავტოავარიაში გარდაცვალებას იუწყება.

17 დეკემბერს მას ავტომაგისტრალზე ავტომობილი მოუცურდა, გზის საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და ევაკუატორს შეეჯახა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი, მისი მეუღლე და 6 წლის შვილი გარდაიცვალნენ. ფეხბურთელის მეორე შვილი, რომელიც საბავშვო სავარძელში იმყოფებოდა, გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოშია.

ამ სეზონში ბელარუსის ჩემპიონატზე შერბაკოვმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა.