"ბარსელონამ" "ვალენსიას" 26 წლის კოლუმბიელი მცველი ჯეისონ მურილიო ინათხოვრა.
ის "ბარსამ" იჯარით ერთი წლით აიყვანა და ეს სიამოვნება 2 მილიონი ევრო დაუჯდება.
საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ბლაუგრანას მისი 25 მილიონ ევროდ შეძენის უფლება აქვს.
მურილიომ ამ სეზონში ლა ლიგას მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.