"სპარტაკიდან" "კრილია სოვეტოვში" - წამსვლელებმა წასვლა დაიწყეს

AutoSharing Option
არტემ ტიმოფეევი იყო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელებს შორის, რომელსაც მოსკოვის "სპარტაკში" განუცხადეს, რომ ახალი კლუბი უნდა მოეძებნა.

ერთ-ერთ ინტერვიუში "კრილია სოვეტოვის" გენერალური დირექტორი ამბობდა, რომ ისინი მოსკოვური კლუბიდან დათხოვილ ფეხბურთელებს საკუთარ რიგებში ეპატიჟებოდნენ.

ასეც მოხდა - 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "კრილიაში" ითამაშებს. სამარელები ჯანო ანანიძითაც ინტერესდებიან და ოფიციალურადაც განაცხადეს, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრები წევრი. ამ დროისთვის ის ჯერ კიდევ "სპარტაკის" რიგებში ირიცხება.

altანანიძეს კალთებს ახევენ - "კრილია სოვეტოვი" არ

ეშვება

altჯანო ანანიძე, შესაძლოა, "ვიტესის" ფეხბურთელი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული