ანანიძე სამედოვს დაემშვიდობა, რომელმაც "სპარტაკისგან" კომპენსაცია ბოლო კაპიკამდე ამოიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში დიდი საკადრო ცვლილებებია, ჯანო ანანიძის გარდა გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი გაუშვეს და მათ შორისაა 34 წლის ნახევარმცველი ალეკსანდრ სამედოვი.

სამედოვს კონტრაქტი 6 თვის შემდეგ უმთავრდებოდა და "სპარტაკმა" ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტის სანაცვლოდ 450 ათასი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი უთხრა, რის შემდეგაც კლუბმა კუთვნილი თანხა სრულად გადაუხადა. თანხის ოდენობა არ ხმაურდება.

სამედოვი "სპარტაკის" აღზრდილია, აგრეთვე "ლოკომოტივში", "მოსკვაში" და "დინამოში" თამაშობდა.

ის მოსკოველი აზერბაიჯანელია და მათ ნაკრებში ასპარეზობა შესთავაზეს, მაგრამ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაში არჩია.

2013 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის
ნაკრებმა ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი რომან შიროკოვმა სწორედ სამედოვის პასით გაიტანა და რუსებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მაყურებლებმა მას ობსტრუქცია მოუწყვეს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.

სამედოვს სოციალური ქსელით "კონტაქტით" ყოფილმა თანაგუნდელმა ჯანო ანანიძემ მიმართა:"ლეგენდავ, მადლობა ყველაფრისათვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად ამ ორი წლის გატარება. მოვიწყენ უშენოდ, ძმაო".

შეგახსენებთ, ანანიძე ამ დღეებში "ვიტესში" გადავა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაი თქვენს Pათრონს
WTP
06 იანვარი 2019 23:39
1
მართლა რა, ენას ძვალი არ აქვს, ვინც სამედოვი, რა ლეგენდა? ფეხბურთი ფულის სუნად ყარს, არ შეიძლება ამ სპორტით - როგორც მაყურებელი დაინტერესდე თუ გამოსული ხარ თინეიჯერობის ასაკიდან.
WTF-ს კომენტარი მომეწონა ძალიან.
06 იანვარი 2019 22:32
3
ადამიანს ტვინი თავში აქვს და არა ფეხებში! სამწუხაროდ ზოგიერთს არც ტვინი აქვს და არც გემოვნება..."უტვინო თავი ფეხებს ძალას ატანდაო"...მერე იტყვიან ტრამვებმა გატანჯაო...
პაატა
06 იანვარი 2019 21:33
4
ჯანოსთვის სამედოვი ლეგენდაა და ძიუბა ალბათ ფეხბურთის კარუზო.
დაანებეთ თავი ამ რუსულ კლუბებში თამაშს ხომ ხედავთ გწყენთ.
ჯობია ცოტა ნაკლებს დასჯერდეთ და სამაგიეროთ ევროპაში ითამაშოთ და უფრო ადექვატურები იქნებით ყოველი მხრივ.
WTF
06 იანვარი 2019 16:28
5
რაც არიან, იქ არიან ზუსტად. რუსეთში კაცი რო წახვალ, იცი ესე იგი რაც გინდა. ხო და არიან რა. ფეხბურთელად არცერთი არ ვარგა და
gagi
11 იანვარი 2019 17:45
0
ეგ თუ ლეგენდაა შენ ყოფილხარ პელე! მეტი ამბიცია უნდა გქონოდა და ეხლა იქნებოდი ტოპ ევროპულ გუნდში
gia
06 იანვარი 2019 02:52
0
ლეგენდა არა ხახვი.
status quo
06 იანვარი 2019 00:21
4

სიახლეები პოპულარული