გიორგი ქვილითაიას "გენტში" ახალი კონკურენტი ეყოლება

AutoSharing Option
"გენტმა" "კრისტალ პალასიდან" სეზონის ბოლომდე იჯარით 23 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ალეკსანდრ სიორლოტი აიყვანა.

სიორლოტი "კრისტალ პალასმა" "მიდტიულანდისგან" 2018 წელს 9 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ როი ჰოჯსონის გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა.

მან ამ სეზონში 16 მატჩში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

სხვათა შორის, "გენტის" თავკაცი იეს ტორუპი 2015-2018 წლებში "მიდტიულანდის" მწვრთნელი იყო, სიორლოტი მისი შეგირდი გახლდათ და სავარაუდოდ ეს ტრანსფერი მისი ინიციატივით განხორციელდა.

"გენტს" უკვე სამი ტანმაღალი ცენტრფორვარდი ჰყავს: გიორგი ქვილითაია (სიმაღლე
193 სმ), უკრაინელი რომან იარემჩუკი (191 სმ) და სიორლოტი (193 სმ).

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მგონია რო ეს უფრო დაეხმარება გიოს განვითარებაში მებრძილი ბიჭია და ეს კონკურენცია მისთვის იდიალურია კრისთალ პალასი იაფად არ გაყიდის ამ ბიჭს ესენი კიდე ძვირად არ იყიდიან იჯარა კიდევ არაა ის რომ შენ ფეხბურტელს სულ დასვავ სკამზე და ნათხოვარს პრაქტიკას მისცემ მწვრთნელს არ მისცემენ ამის უფლებას და შესაბამისად გიოს მიეცემა შანსები და ის აუცილებლად გამოიყენებს ამ შანსებს
lasha
04:22 09-01-2019
1
რა წაიღეთ ტვინი ამ რუსეთით ვითონ დიდი მარადონები ვიყოთ და რუსები გვიშლიან ხელს ფეხბურთის თამაში!
gode
23:41 08-01-2019
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული